ხობის რაიონის სოფელ შავღელეში, მდინარე რიონში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ბაბუამ შვილიშვილები მდინარეზე საბანაოდ წაიყვანა, რა დროსაც მოზარდები მდინარის დინებამ გაიტაცა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა მოხერხდა, 12 წლის ადგილობრივს კი ამ დრომდე ეძებენ.
სამძებერო სამუშაოებში ჩართულია სამეგრელოს სამაშველო სამსახური და სანაპირო დაცვა.