აავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტებით გადატვირთვას ნორო ვირუსებს უკავშირებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა, შემთხვევების მომატება ნორო ვირუსებს უკავშირდება და მკაცრად ჰიგიენის წესების დაცვას საჭიროებს.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფექციებით დაავადების მიზეზი ძირითადად დაუბანელი ხელებია.
"ძნელია ბავშვებს ჰიგიენის წესები დააცვევინო, როდესაც ამდენი ბავშვი პლაჟზეა. მთავარია ხელების დაბანა ჭამის წინ. ინფიცირებულებმა ბევრი სითხე უნდა მიიღონ. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა, პაციენტს გადასხმაც დასჭირდეს. გულის რევით, პირღებინებით ან ფაღარათით იწყება და დაავადება დაახლოებით ორი დღე გრძელდება. არაფერი არაჩვეულებრივი არ ხდება. ეს არის ყოველ ზაფხულს. საშიში არაფერია. ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვაა საჭირო", - დასძინა იმნაძემ.