სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს მაშინ, როდესაც ხდება სეტყვის ღრუბლის ჩამოყალიბება, წუხელ კახეთში კი, საქმე გვქონდა უკვე ჩამოყალიბებულ ღრუბელთან , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, გიგა ინაშვილმა განუცხადა.
"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს მაშინ, როდესაც ხდება ღრუბლის სეტყვის მარცვლის ჩამოყალიბება. რაც წუხელ მოხდა, ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა უკვე ჩამოყალიბებულ ღრუბელთან.
სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა დიდი ზომის ღრუბლის ფრონტი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული იყო სეტყვის მარცვლები. მოხდა აქტიურად ზემოქმედება, მაგრამ მისი დაშლა ტექნიკურად შეუძლებელია. ღრუბელმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა, კავკასიონის ქედის კალთებთან გაჩერდა და ახმეტიდან დაწყებული და სეტყვა ეს სოფლები. დანადგარები მუშაობდნენ, თუმცა ამ მუშაობას აზრი არ ქონდა", - აღნიშნა ინაშვილმა.
რაც შეეხება ღრუბლის მასების მონიტორინგსა და პრევენციული ნორმების გატარებას, "დელტას" პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში დაყენებულია რადარი, მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი, რომელიც 100 კილომეტრის რადიუსის მასშტაბით მუშაობს და კახეთის რეგიონში შემოსვლისთანავე აფიქსირებს ღრუბელს.
"ხდება ღრუბლის ტენიანობის შესწავლა და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება საჭიროებს თუ არა ღრუბელი დამუშავებას", - განაცხადა გიგა ინაშვილმა.