ცვლილება განხორციელდა „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებაში.
ცვლილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა და საინკასო დავალება არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით. ადრე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული არ იყო ანგარიშები, სადაც დევნილთა შემწეობის თანხები ირიცხებოდა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბანკო დაწესებულება ვალდებული ხდება საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა და საინკასო დავალება არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით. ადრე მოქმედი რედაქციით ამ შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული ანგარიშები სადაც დევნილთა შემწეობის თანხები ირიცხებოდა.