ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ფაქტი. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
გარდა ამისა, შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩაჩანიძის მეზობლად მცხოვრები თითქმის ყველა მამაკაცი დაკითხეს და მათზე პოლიციის მხრიდან ძალადობა განხორციელდა.