ურეკში ახალი ხელოვნურსაფარიანი  სტადიონი გაიხსნა

ურეკში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გაიხსნა

დაბა ურეკში, წვერმაღალას ტერიტორიაზე ხელოვნურსაფრიანი ახალი სტადიონი გაიხსნა. ახალი სტადიონი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. 

სტადიონის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან  და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან, ერთად ერთად დაესწრო.

„ჩვენ შევასრულეთ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა. მუნიციპალიტეტი ზრუნავს ტერიტორიულ ერთეულებში სპორტული ობიექტების გახსნაზე. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომლის მიზანი წარმატებული სპორტსმენების აღზრდა და მათი სტიმულირებაა“,- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

სამშენებლო სამუშაოები კომპანია შპს "ჭედამ" განახორციელა.  სამუშაოების ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.