სამხრეთ კორეის მთავრობამ დასავლეთ სასაზღვრო რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულს სამხრეთ კორის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრას მართავს.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ 1950-1953 წლების ომის შემდეგ ფაქტობრივად სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთს არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი.