გერმანიის ქალაქ თიურინგიაში 50-მდე მიგრანტი პოლიციას თავს დაესხა. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
შემთხვევა ლტოლვილთა ბანაკში მოხდა. შედეგად დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის სამი სამართალდამცველი. დაპირისპირება თავდაპირველად ორ ჯგუფს შორის რელიგიური განსხვავებულობის ნიადაგზე დაიწყო. ერთ-ერთმა მიგრანტმა ყურანის რამდენიმე ფურცელი დახია, რამაც სხვა მიგრანტების გაღიზიანება გამოიწვია. შედეგად დაიწყო არეულობა. ადგილზე მისულ პოლიციას კი მიგრანტებმა ქვები დაუშინეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს.