ამბროლაური-ონის საავტომობილო გზაზე ქვის ლოდები ჩამოიშალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ამის გამო შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია ერთეული სამაშველო ჯგუფი.