როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, სასტუმრო "კოლიზეუმის" გახსნის შემდეგ განაცხადა, წელს ბათუმში 20 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულება 700 მილიონ დოლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მზარდი მოთხოვნა სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს ტურისტების რაოდენობის სულ უფრო და უფრო მაომატებას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე სეზონზე ტურისტებს უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება. პრემიერის თქმით, ტურიზმს ქვეყანაში უფრო მეტი ხელშეწყობა და წახალისება სჭირდება.
"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა არის მზარდი. ტურისტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს საქრათველოში, აჭარაში. მოგეხსენებათ, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები დაფიქსირდა გასულ წელს და ფიქსირდება მიმდინარე წელსაც. ტურიზმის ზრდა არის საგრძნობი ქვეყანაში. ასე, რომ ამ მიმართულებას სჭირდება წახალისება და მეტი ხელშეწყობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.