საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება დღეს გაკეთდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესკონფერენციას პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე გამართავს.
პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.