ბანგკოკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

ბანგკოკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ტურისტულ ცენტრში, სადაც უდიდესი მაღაზიები და მთავარი ინდუისტური ტაძარია, 17 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაჭრილია. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 8 უცხოელია, რომელთა ეროვნება ამ დროისთვის არ სახელდება. თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ 4 უცხოელის დაღუპვის ინფორმაცია ვრცელდება.
ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მისცა. სამართალდამცველებმა ადგილზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელთა გასანეიტრალებლად გამნაღმველები მუშაობენ.