აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბიზნესმენი დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, გაუქმდეს კანონი, რომელიც აშშ-ში დაბადებული ბავშვებისთვის ავტომატურად ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ბავშვი, რომელიც აშშ-ში დაიბადება, არ აქვს მნიშვნელობა, მისი მშობლები ლეგალური იმიგრანტები არიან თუ არა, მოქალაქეობას იღებს. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად იმიგრაციის პრობლემებს უკავშირდება. მისი თქმით, საჭიროა დეპორტაციის მკაცრი პოლიტიკა, ვინაიდან არსებობს სამხილები იმისა, რომ დანაშული ძირითადად ქვეყანაში არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს უკავშირდება.
ტრამპი, რომელიც "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატს წარმოადგენს, ასევე აცხადებს, რომ ის ყველა იმ იმიგრანტის დეპორტაციას განახორციელებს, რომელთაც დოკუმენტები არ გააჩნიათ.