ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი ჯარისკაცები გათავისუფლდნენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი ჯარისკაცები გათავისუფლდნენ

ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ რიგით ჯარისკაცებს თავდებად სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედი წევრები დაუგდნენ. სასამართლომ კი ადვოკატების მოთხოვნა დააკმყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ.

ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენეს. ადვოკატების მოთხოვნას პროკურატურაც დაეთანხმა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 6 სპეცრაზმელი იყო დაკავებული. საქმე ეხება 2006 წელს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას, სადაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ.