პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარეს, მალხაზ დოლიძეს იმედი აქვს, რომ სიტუაცია დარეგულირდება და საქარხნო პურის ფასი არ აიწევს.
მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება იმ ფონზე, როდესაც პურის ფქვილი გაძვირდა, ამ კითხვაზე ასოციაციის თავმჯდომარეს ზუსტი პროგნოზი არ აქვს.
"იყო გარკვეული შეფერხებები ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროებიდან. ამან გარკვეული პრობლემები გამოიწვია და ფასები გაიზარდა. თუ მაგალითად, ერთი ტომარა ფქვილი ღირდა 37 ლარი, საშუალოდ ვამბობ ამას, _ 44 ლარი გახდა. ჩვენ სახელწიფო სტრუქტურები საქმის კურსში ჩავაყენეთ და იმედი გვაქვს, სიტუაცია დარეგულირდება. ვიცი, რომ საბაჟოზე კონტროლი შემოიღეს, რაც ფქვილის ფასს დაარეგულირებს. როცა ფქვილის ალტერნატიული წყაროები იქნება, ფასები დაბლა წამოვა. ჯერ-ჯერობით პატარა საცხობებში გაძვირდა მხოლოდ პური, თორემ საქარხნო პური არ გაძვირებულა. ჯერ-ჯერობით გამოვრიცხავ პურის გაძვრებას, იმედი მაქვს, სიტუაცია დარეგულირდება", - განაცხადა პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.