საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტზე საუბარი არჩევნების შემდეგ მალევე უნდა დაწყებულიყო, ახლა კი, აღნიშულზე საუბარი დაგვიანებულია.
როგორც მეჭიაური აცხადებს, ეროვნული ბანკსი პრეზიდენტს პოსტზე რამდენიმე თვე დარჩა, თუმცა აქვე ვარაუდობს, რომ მის შემცვლელსაც ქადაგიძის მსგავსი ფასეულობები ექნება, რადგან მას ბანკის სამეთვალყურეო საბჭო წარადგენს და პრეზიდენტი ამტკიცებს.
"სჯობდა გიორგი ქადაგიძის საკითხი გადაწყვეტილიყო არჩევნების შემდეგ და ამით თავიდან ავიცილებდით ბევრ ისეთ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითქმის სამი წლის განმავლობაში. დღეს უკვე ამის გაკეთება შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან პროცედურები არის გაწელილი, ასევე სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ რამდენიმე თვე დარჩა ბატონ ქადაგიძეს თავის პოსტზე საქმიანობისთვის, მიმაჩნია, რომ ახლა ამის გაკეთება არაპროდუქტიული იქნება. აქ მხოლოდ ქადაგიძეში არ არის პრობლემა. ქადაგიძე არის ერთ-ერთი იმ შვიდი წევრიდან, რომლეიც დღეს ეროვნულ ბანკს მართავავენ. იმპიჩმენტით იქნება თუ დროის გასვლის შემდეგ მისი წასვლით ალბათ დროებით ისევ მისივე მსგავსი იქნება არჩეული, რადგან საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტი ამტკიცებს და თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და "ნაციონალური მოძრაობა" უნისონში არიან, გასაგებია, რომ ახალი პრეზიდენტიც დაახლოებით იგივე ფასეულობების მატარებელი იქნება, ამიტომაც საჭიროა დროზე შეიქმნას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც გარკვეულ კონტროლს გაუწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას",-განაცხადა მეჭიაურმა.