აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასკომის სხდომაზე მიიღეს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ყველა იურიდიული პროცედურა დაცულია.
"როგორც იტყვიან Welcome. ჩემი სკამიც გამზადებულია, რომ მოვიდეს ახალი პრეზიდენტი, ყველაფერი 3 ოქტომბერს გადაწყდება.საპრეზიდენტო კანდიდატებს ხვალიდან შეუძლიათ განცხადებების შემოტანა, ვადა კი 29 სექტემბრამდეა. არჩევნებამდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მე ვარ", - განაცხადა სიჭინავამ.