"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ქურთების არმიაზე თავდასხმისას ქიმიური იარაღის გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილები. "ბიბისის" ცნობით, ქურთ სამხედროებს სუნთქვის პრობლემები შეექმნათ ერაყის ქალაქ ირბილში თავდასხმის დროს. ისინი აცხადებენ, რომ არ იციან თუ რამ გამოიწვია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
"ისლამური სახელმწიფო" ამ დრომდეც არაერთხელ დაადანაშაულეს ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ქლორის გაზის გამოყენებაში.
ექსტრემისტები სირიისა და ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ისინი პერიოდულად თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და ქურთების წინააღმდეგ იბრძვიან.