გვინდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ჩინოსნის, (მერიის სოციალუარი სამსახურის ყოფილი მოადგილე) და ამჟამად ამავე პარტიის სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“-ის დამფუძნებლის, ლევან ხაბეიშვილის მიერ, საკრებულოს დეპუტატებთან დაკავშირებულ ცილისმწამებლურ და ცრუ განცხადებებს, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ე.წ „კვლევის“ შედეგად გაავცელა.
ხაბეიშვილის მხრიდან, მისი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ფაქტობრივი ინფორმაციების დამახინჯებას, მოსახლეობის აზრის მანიპულირების მცდელობას, რითაც მან არა მარტო შეურაცყოფა მიაყენა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს არამედ, მოსახლეობას რომლის უფლებაა ფლობდეს სწორ ინფორმაციას.
ე.წ „მკლევარმა“ საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ 2014 წელს , ანუ მათი საკრებულოში მოსვლისთანავე, კანონის მიერ დადგენილ შესაბამის ვადაში, შევსებული დეკლარაციები და მათში ასახული ქონება გამოაქვეყნა თითქოდა ის ბოლო ერთი წლის განმავლობაშია შეძენილი, შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ჩინოსნის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა კვლევა და მოახდინა ახალი ინფორმაციის გასაჯაროება არის ტყუილი. საკრებულოს დეპუტატების მხრიდან, ეს ქონება ისედაც დეკლარირებული და გასაჯაროებული იყო და ნებიმიერ მსურველს შეეძლო და შეუძლია მისი ნახვა.
ე.წ „მკვლევარის“ მიერ მოხსენიებულ საკრებულოს დეპუტატებს, როგორც ნებისმიერი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს, ჩუქების, მემკვიდრეობის, ნასყიდობის და სხვა საკანონმდებლო გზებით შეძენილი აქვთ უძრავი ქონებები არა 2012 წლიდან, არამედ ადრეულ წლებში, მათ შორის ათეული წლების წინაც, და ასევე მათი საბაზრო ღირებულება ნამდვილად არ შეესაბამება ხაბიეიშვილისეულ შეფასებებს და ესეც საზოგადოებრი აზრის მანიპულირებაზე გათვლილი მორიგი ტყუილია ხაბეიშვილის მიერ, ასევე მიზანმიმართულადაა დამახინჯებული მოხსენიებულ დეპუტატთა საქმიანი ბიოგრაფიები.
„მკვლევარს“ რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში მისი მოძიება შეეძლო საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
ის ფაქტი, რომ დეპუტატებს საკრებულოში მოსვლამდეც ჰქონდათ წარმატებული საქმიანი ბიოგრაფია და ამავდროულად არიან მატერიალურად უზრუნველი ადამიანები, ეს მხოლოდ დადებითი ფაქტორია და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ჩინოსნის მხრიდან მისი უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა ასევე ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება. გასაგებია, რომ გაკოტრებული პოლიტიკური ძალის და მათი სატელიტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესია ხელისუფლების და მათ შორის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი საკრებულოს დეპუტატებისა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობა. ამიტომ მივმართავთ და მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, რომელთა მთავარი ამოცანაა საზოგადოებისათვის ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება, თავი შეიკავონ მსგავსი, გადაუმოწმებელი, დამახინჯებული და სიცრუეზე აგებული ინფორმაციის გავრცელებისგან.