პრემიერის სპაციალურ წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს არ აქვს ინფორმაცია თუ რატომ ამოიღო საქართველო რუსეთმა ემბარგოდაწესებული ქვეყნების ჩამონათვალიდან.
აბაშიძის თქმით, მას ვარაუდის დონეზე უჭირს საუბარი, თუ რამ იმოქმედა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველო ემბარგოდაწესებული ქვეყნების ჩამონათვალში არ შეეყვანათ. კითხვაზე, რადგან საქართველო ჩამონათვალში არ მოხვდა, არის თუ არა გარკვეულწილად აბაშიძე-კარასინის ფორმატის დამსახურება, პრემიერის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებს აღდგენა ამ ფორმატის გარკვეული დამსახურება.
„ამ ფორმატის გარკვეული დამსახურება არის ის, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა. პიროვნულად აბაშიძის და კარასინის კი არა, ზოგადად ის, რომ დიალოგი დაიწყო და აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ფაქტია. ამიტომ, როდესაც ერთი კვირის წინ საუბარი იყო შესაძლო გართულებებზე, მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება თუ ის, რაც ორი წლის წინ გაკეთდა, რაღაცნაირად შეიზღუდება. ჩვენი პოზიცია ასეთი იყო“, - განუცხადა „პირWელს“ აბაშიძემ.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა პროდუქციაზე ემბარგოს გაფართოების შესახებ ბრძანებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უჭერენ მხარს. შეზღუდვები გავრცელდა ალბანეთზე, მონტენეგროზე, ისლანდიაზე და ლიხტენშტეინზე, ასევე, განსაკუთრებული პირობებით უკრაინაზე. როგორც ცნობილი გახდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებზეც რუსეთი ემბარგოს გაავრცელებს, საქართველო არ მოხვდა. თუმცა, საუბარი იყო, რომ ემბარგო, სავარაუდოდ, საქართველოზეც გავრცელდებოდა. მანამდე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდ ტკაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 7 ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ, მათ შორის, საქართველოსთვისაც, სასურსათო ემბარგოს დასაწესებლად გზებს ეძებდა. საუბარი იყო მონტენეგროზე, ალბანეთზე, ისლანდიაზე, ნორვეგიაზე, ლიხტენშტაინზე, უკრაინასა და საქართველოზე. აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთმა საქართველოს გარდა სანქციები ყველას წინააღმდეგ დააწესა.