რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ტერიტორიიდან ადგილობრივი მკვიდრი, 36 წლის მამუკა სამხარაძე გაიტაცეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა მამუკა სამხარაძე ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულის ოჯახს არავინ დაკავშირებია.