თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების სამინისტროში აღდგენას განმარტავს

თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების სამინისტროში აღდგენას განმარტავს

უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით, - ასე გამოეხმაურ ა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს.

თავდაცვის მინისტრმა განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა და ის მიზეზები განმარტა რის საფუძველზე მოხდა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების აღდგენის ფაქტი.

"1.თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული. 2. გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. 3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი - ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა. 4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ. 5. ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით", - წერს თავდაცვის მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.