ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.

თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ აღარ არიან. ისინი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა მათ გირაოთი შეეცვალათ.