ალექსანდრე ელისაშვილი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან მირზა შაფის პროექტის განხილვის ამოღებას მოითხოვს

ალექსანდრე ელისაშვილი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან მირზა შაფის პროექტის განხილვის ამოღებას მოითხოვს

საკრებულოს, დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი დღეს, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან, მირზა შაფის პროექტის განხილვის ამოღებას მოითხოვს. 

"დღეს დაგეგმილია საკრებულოს სხდომა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის, ერთ-ერთ საკითხად მირზა შაფის ისტორიული ქუჩის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული ვერსია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დღესვე მოხდება ამ პროექტის დამტკიცება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ურბანული არეალი. ეს არის ადგილი, სადაც გაჩნდა თბილისი და აჩქარებით ჩვენ მხოლოდ ისტორიულად დამახინჯებულ სივრცეს მივიღებთ. ამიტომ, მივმართავ ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა, მიმდინარე წლის სექტემბრამდე იქნას გადადებული იმ ძირითადი მიზეზის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, ინვესტორი შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული მასშტაბის ცვლილებებზე იყოს თანახმა", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, ალექსანდრე ელისაშვილის ბრიფინგს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.