ლიონელ მესი - ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით

ლიონელ მესი - ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით

ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, - ამის შესახებ მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ლიონელ მესიმ განაცხადა. 
მისი თქმით, შედეგით გუნდი ძალიან კმაყოფილია. 

"ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით. დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მთავარია გამარჯვება და ნებისმიერი ტიტული მნიშვნელოვანია", - განაცხადა მესიმ. 

გუნდებმა "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. გუნდები თბილისიდან გუშინვე გაემგზავრნენ. 

"ბარსელონა" სუპერთასის გამარჯვებული გახდა. "ბარსელონამ" "სევილია" ანგარიშით 5:4 დაამარცხა. 

თბილისში, "დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდნენ პირველი გოლი მატჩის მესამე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ გაიტანა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "ბარსელონას" ფეხბურთელი რაფინიაა, 52-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა. 57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიას" ფეხბურთელმა გამეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა და "ბარსელონასთან" ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე გატანილი გოლით კონოპლიანკამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ დამატებითი დრო დაინიშნა. 115-ე წუთზე "ბარსელონა" დაწინაურდა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრო სუარესმა გაიტანა.