"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა

"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებული გახდა. "ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრო როდრიგესმა გაიტანა . "დინამო არენაზე" ფეხბურთელებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს, რის შემდეგაც მათY სუპერთასი გადაეცათ. 

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მის გარდა, "ბარსელონადან" გოლები გაიტანეს რაფინიამ და ლუის სუარესმა. "სევილიადან" გოლები ბანეგამ, რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ გაიტანეს. 

შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" მიმდინარეობდა და მას 51 940 გულშემატკივარი ესწრებოდა. "ბარსელონამ" გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

თბილისში, "დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდნენ პირველი გოლი მატჩის მესამე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ გაიტანა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "ბარსელონას" ფეხბურთელი რაფინიაა, 52-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა. 57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიას" ფეხბურთელმა გამეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა და "ბარსელონასთან" ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე გატანილი გოლით კონოპლიანკამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ დამატებითი დრო დაინიშნა. 115-ე წუთზე "ბარსელონა" დაწინაურდა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრო როდრიგესმა გაიტანა.