ფონიჭალაში პოლიციელების დაჭრაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია გრძელდება

ფონიჭალაში პოლიციელების დაჭრაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია გრძელდება

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც ფონიჭალაში პოლიციელების დაჭრაშია ეჭვმიტანილი, დაკავებულია. ამის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები.

ამკრძალავი ლენტით არის შემოსაზღვრულია რამდენიმე მანქანა, რომელთა შორის საპატრულო პოლიციის მანქანაც არის.

გარდა ამისა, აღნიშნულ მონაკვეთში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევაც, კერძოდ "ლექსუსის" მარკის ავტომობილს, რომელსაც ტაქსის ტრაფარეტი ადევს, "ფოლცვაგენის" მარკის მანქანა შეეჯახა.

ამ დროისთვის ფონიჭალაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული კიდევ ერთი პირის დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.

ფონიჭალაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი დღეს დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ, რა დროსაც ისინი დაჭრეს.

დაჭრილი ერთი პოლიციელი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა.