ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი

ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკუთრებასთან დაკაშირებულმა გადაჭარბებულმა სასამართლო ზომებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალ მედიას და მედიაპლურალიზმს. ამის შესახებ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.

"სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს "რუსთავი 2"-ის თავისუფლად მუშაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული, გადაჭარბებული და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს საქართველოში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი", - აღნიშნა მიატოვიჩმა.

5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შესახებ. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა კი 4 აგვისტოს სასამართლოში შეიტანა სარჩელი საკუთარი წილის დასაბრუნებლად და ტელევიზიის ქონების დაყადაღება მოითხოვა.

დუნია მიატოვიჩის განცხადება ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.