ირაკლი ღარიბაშვილი მიშელ პლატინის შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი მიშელ პლატინის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი UEFA-ს პრეზიდენტს მიშელ პლატინის შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა . როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის გაწეული სამუშაოები შეაფასეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში UEFA-ს სუპერთასის მატჩის გამართვის მნიშვნელობას.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და UEFA-ს შორის მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.