ნიუ-იორკში ე.წ ლეგიონერების დაავადების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. ამერიკული მედიის ცნობით, სამხრეთ ბრონქსის დასახლებაში 100-ზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა . დაღუპულთაგან 11 ადამიანი 40 წელს გადაცილებული იყო. სარისკო ჯგუფებს ასაკოვანი ადამიანები წარმოადგენენ.
ლეგიონელეზი ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს პნევმონია, ციებ-ცხელება და კუჭ-ნაწლავის აშლილობა.
აღნიშნული დაავადება პირველად 1976 წელს დაფიქსირდა.