გაზსადენ

გაზსადენ "თურქეთის ნაკადის" მშენებლობა 11,4 მილიარდი ევრო დაჯდება

გაზსადენ "თურქეთის ნაკადის" მშენებლობა 11,4 მილიარდი ევრო დაჯდება, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 13,6 მილიარდი. ამის შესახებ "კომერსანტის" ცნობით, "გაზპრომის" პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ალექსეი სერებრიაკოვმა განაცხადა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული თანხა ადეკვატურია და ამ პროექტით კომპანიას სარგებლის მიღება შეუძლია. თუმცა, ჯერ უცნობია მშენებლობის დაწყების თარიღი. უფრო მეტიც, კონტრაქტი თურქეთსა და რუსეთს შორის ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა. 

გაზსადენი "თურქეთის ნაკადი" შავ ზღვას, შემდეგ თურქეთს და საბერძნეთს გაივლის და ამ გზით ევროპამდე ჩავა. იგი რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნარტიულ გაზსადენს წარმოადგენს. გეგმის მიხედვით, წლის განმავლობაში "თურქეთის ნაკადის" საშუალებით 15,75 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ექსპორტი განხორციელდება.