მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. "ბიბისის" ცნობით, ქალაქის ადმინისტრაცია შიშობს, რომ არეულობა მოყვება გუშინ პოლიციის მიერ ფერადკანიანი დემონსტრანტის დაჭრას . დაჭრილი 18 წლის ტირონ ჰარისი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაშია ბრალდებული. იგი იმ აქციას ესწრებოდა, რომელიც ფერადკანიანი მაიკლ ბრაუნის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. 

აქციაზე 50 დემონსტრანტი დააკავეს. გასულ წელს პოლიციის თანამშრომლის დარენ უილსონის მიერ ახალგაზრდა ფერადკანიანის მკვლელობამ მისურის შტატში და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.