საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია

საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია

საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან ახალ მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შეთანხმება მიღწეულია. ახლა დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა", - განაცხადეს უწყებაში. 

აღნიშნული შეთანხმების შედეგად ათენი ევროზონიდან გასვლას და გაკოტრებას თავიდან აიცილებს. მოლაპარაკებები საბერძნეთსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის ათენში გვიან ღამემდე გაგრძელდა.