ალვანში პოლიციელი დაჭრეს

ალვანში პოლიციელი დაჭრეს

ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში წუხელ პოლიციელი დაჭრეს. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინიტროში დაუდასტურეს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გამოძახებაზე პოლიცია სოფელში გამოცხადდა. პოლიციელს ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა, რის შედეგადაც დაჭრილი თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ალვანში წუხელ სპეცრაზმიც იყო მობილიზებული.