გიორგი მარგველაშვილი:  ჩვენი მოწინააღმდეგე ცდილობს, ითამაშოს ჩვენს ნერვებზე

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი მოწინააღმდეგე ცდილობს, ითამაშოს ჩვენს ნერვებზე

ყოველდღიურად ჩვენი მოწინააღმდეგე ცდილობს, ითამაშოს ჩვენს ნერვებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შინდისში, დაღუპული გმირების პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინდისში, პრეზიდენტთან ერთად, თავდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"ჩვენი მოწინააღმდეგე ყოველდღიურად ცდილობს ითამაშოს ჩვენს ნერვებზე იმით, რომ გაგვაღიზიანოს და ყველაზე მძაფრი ჭრილობა, რომელიც არის ოკუპაციის ხელოვნური ხაზი, მუდმივად კიდევ უფრო გაგვიმძაფროს და გაგვიღიზიანოს. მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქს მოთმინების არაჩვეულებრივი უნარი. ჩვენ ვდგავართ ამ ადგილას სიამაყით, სადაც ჩვენ ვერ დაგვჩაგრეს. სადაც ჩვენ მოგვიგეს ბრძოლა, მაგრამ ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.