თბილისის მეტროპოლიტენი ხვალ გვიან ღამემდე იმუშავებს

თბილისის მეტროპოლიტენი ხვალ გვიან ღამემდე იმუშავებს

უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით ხვალ, 11 აგვისტოს თბილისის მეტროპოლიტენი გვიან ღამემდე იმუშავებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენი მზავრებს 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება.

უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.