მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 3 თვის ვადაში დასრულდება

მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 3 თვის ვადაში დასრულდება

ოზურგეთის გამგებელი მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტის საერთო ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია: „პირამიდა-fr“ ახორციელებს. 

გზის მშენებლობის პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გურიის გუბერნატორთან - გია სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აქამდე ამ სოფლებში ასფალტისსაფრიანი გზა არ ყოფილა. ახალი გზა ორი სოფლის პრობლემას მოხსნის, რომლითაც 5 700  მაცხოვრებელი ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. მოეწყო მილხიდები, განხორციელდა გზის გამაგრებითი სამუშაოები. ამჟამად გზის მოასფალტება მიმდინარეობს“ - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.