შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა მიეწოდა

შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა მიეწოდა

შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა მიეწოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის 10 აგვისტოს შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად მიეწოდა საპროტესტო ნოტა 6 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერის ხელახლა უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით.

აგრეთვე შვეიცარიას მიეწოდა ყოველთვიური, ივლისის თვის კრებსითი-საპროტესტო ნოტა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის დარღვევების თაობაზე.