13 აგვისტოს მოსკოვში "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ ზურაბ ჩეკურაშვილს შეხვდება.
აღნიშნულ ინფორმაციას, რომელსაც სააგენტო "რია ნოვოსტი", "როსსელხოზნადზორზე" დაყრდნობით ავრცელებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ.
როგორც "პირWელს" სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, მხარეები დიალოგის მსვლელობისას ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავენ. ეს არის მორიგი ტექნიკური შეხვედრა და ძირითადი საუბარი ექსპორტს შეეხება, ასევე, განიხილება ყველა პრობლემური საკითხი, რაც ამ ბოლო დროს ამასთან დაკავშირებით წარმოიშვა.