ეკა გიგაურის შეფასებით,

ეკა გიგაურის შეფასებით, "რუსთავი 2"-ის საქმე სამართლებრივი კუთხით ძალიან რთულია

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის შეფასებით, "რუსთავი2"-ის საქმე სამართლებრივი კუთხით ძალიან რთულია.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, "საერთაშორისო გამჭირვალობამ" "რუსთავი2"-ის მფლობელებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ "რუსთავი2"-ის მფლობელები 1994 წლის შემდეგ დაახლოებით 20-ჯერ შეიცვალა.

"ზუსტად ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმე ძალიან რთულია. დღეს ვიტყოდი, რომ ეს მართლაც პოლიტიკური პროცესია, რადგან მას სხვადასხვა პრობლემატური საკითხები უძღვოდა წინ, როგორიცაა რეკლამის შესახებ კანონის მიღება, "ფიფლმეტრებთან" დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ. ასევე გვესმოდა "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ კონკრეტული პოლოტიკოსების ძალიან აგრესიული განცხადებები. შესაბამისად, ეს რომ ასე არ ყოფილიყო და საქმეს ეს ყველაფერი წინ არ უძღვოდეს, მაშინ ვიტყოდით, რომ დავა სამართლებრივია. დღეს ამის თქმის საშუალება არა გვაქვს, რადგან პროცესი მთლიანად ძალიან პოლიტიზირებულია", -განუცხადა ჟურნალისტებს ეკა გიგაურმა, რომლის აზრით, ტელეკომპანიის საკითხი თავად მთავრობის მხრიდან არის პოლიტიზირებული.