ალექსი პეტრიაშვილი:

ალექსი პეტრიაშვილი: "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ხელისუფლებას სერიოზული გეგმა აქვს შემუშავებული

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ხელისუფლებას სერიოზული გეგმა აქვს შემუშავებული, რათა "იქედან წამოსული კრიტიკული ხმა და კრიტიკული პოზიცია ჩაახშოს".

"ჩვენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ დავუშვებთ. ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამის პრაქტიკა არის ძალიან მწარე და ძალიან ცუდი. თუ არც საკუთარ და არც სხვის შეცდომებს არ ითვალისწინებენ, როგორც დამთავრდება ამას დრო გვაჩვენებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა.