13 აგვისტოს მოსკოვში "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს ზურაბ ჩეკურაშვილს შეხვდება.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი", "როსსელხოზნადზორზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მხარეები დიალოგის მსვლელობისას ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავენ.