სასაცილო სარჩელი და მოსამართლის მიერ მიღებული შოკის მომგვრელი გადაწვეტილება - საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ასეთ შეფასებას აძლევს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი ქიბარ ხალვაშის სარჩელს და მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწრვეტილებას. თამთა მურადაშვილის თქმით სარჩელი 2 ნაწილად არის გაყოფილი, პირველი კი საავტორო უფლებებს ეხება. მურადაშვილის ინფორმაციით ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ის არის რუსთავი 2-ს ლოგოს ავტორი და ის არის გადაცემების უკანასკნელი გმირის, ჯეობარის და ფორტ ბოიარდის ავტორი. რაშიც ის 500 ათასს ამერიკულ დოლარ ითხოვს. იურისტი განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტები საერთაშორისო პროექტებია, კერძოს საერთაშორისო ფორმატის ლიცენზირებული პროექტები, რომელსაც ტელევიზია ყიდულობს.