ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმღვანელი რომან გოცირიძე ,,რუსთვის 2"-ის წინაღმდეგ შეტანილ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე საზოგადოების ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენლის ,,გამოხმაურებაზე“ ,,ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე სარკასტულ რემარკს აქვეყნებს : ,,ძალიან მომეწონა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად გამოქვეყნებული კოლექტიური წერილის შინაარსი, სათაურით " ხელები შორს რუსთავი ორისაგან", რომელსაც ხელს აწერს სამი ლაშა-ბუღაძე, ბაქრაძე, ტუღუში, ლევან ბერძენიშვილი, რატი ამაღლობელი, საპატრიარქოს პრესცენტრი, მეცნიერებათა აკადემია, ცნობილი ტელეჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები და კიდევ მრავალი, დემოკრატიისათვის მებრძოლი ადანიანი. ამათგან სხვა რამ არც კი იყო მოსალოდნელი. აი, პაატა ბურჭულაძისგან კი ნამდვილად გამიკვირდა. ყოჩაღ პაატა!“- წერს რომან გოცირიძე.