სირიაში აეროპორტის შტურმისას 25-ზე მეტი

სირიაში აეროპორტის შტურმისას 25-ზე მეტი "ილამური სახელმწიფოს" ბოევიკია მოკლული

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა სირიის ქალაქ ალეპპოში სამხედრო აეროდრომის შტურმით აღება უშედეგოდ სცადეს.

არსებული ინფორმაციით ლიკვიდირებულია 26 ბოევიკი. აეროდრომის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებები ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერორისტებმა, სამხედრო ობიექტთან ახლოს სამი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს და შეტევაზე გადავიდნენ.

სირიის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. სამხედროების მხრიდან 12 ადამიანია დაღუპული.