კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ფიქრობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. მინისტრის განცხადებით მიმდინარე საქმეზე პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, იმისთვის, რომ საზოგადოების არცერთ წევრს არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს,
„ვფიქრობ, რომ სამაუწყებლო კომპანიას არავითარ შემთხვევაში თავისი საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. ჩემთვის რთული იქნება თავად შინაარსობრივ მხარეზე რაიმე კომენტარის გაკეთება რადგან, ეს ინდივიდუალური დავის თემაა. მთავარია, ძალიან გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი, რომ საზოგადოების არცერთ წევრს არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმ ფონის გამო, რომელიც დღეს უკვე შექმნილია, შესაძლოა პოლიტიკური სპეკულაციებიც მოხდეს. უბრალოდ, ვთხოვდი ყველას, ცივი გონებით და პრაგმატულად შეხედონ ამ საკითხს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.