სერგეენკო „რუსთავი 2“-ზე: იქ, სადაც პოლიტიკის ადგილი არ არის, პოლიტიკა არ დავუშვათ

სერგეენკო „რუსთავი 2“-ზე: იქ, სადაც პოლიტიკის ადგილი არ არის, პოლიტიკა არ დავუშვათ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-სა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შორის არსებული დავა კერძო პირებს შორის დავაა. სერგეენკო განმარტავს, რომ სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, ეს საქმე ობიექტურად განიხილოს. „ნებისმიერ საკითხში მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური შემადგენელი და თუ ეს კერძო პირებს შორის დავაა, მივცეთ სასამართლოს ან ამ დარგში კომპეტენტურ ორგანიზაციას, რომ ობიექტურად განიხილონ ეს საქმე. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, მათ შორის ჯანდაცვაშიც - იქ, სადაც პოლიტიკის ადგილი არ არის, პოლიტიკა არ დავუშვათ. მჯერა, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.