ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გუშინ ქვიშხეთში მომხდარ ინციდენტს, ეხმაურება რომლის დროსაც პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანხმლები პირი დააკავეს. მინისტრის თქმით მას დეპუტატის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს, თუმცა დეტალები არ იცის. „ამის შესახებ ინფორმაცია მედიამონიტორინგიდან რა თქმა უნდა, მაქვს. მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ ეს ვერსია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით აპირებდნენ დეპუტატის ლიკვიდაციას, ჩემთვის წარმოუდგენელია. მჯერა, რომ სამართალდამცავები გაერკვევიან ყველა დეტალში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.