სააკაშვილმა პიეხა უკრაინაში არ შეუშვა

სააკაშვილმა პიეხა უკრაინაში არ შეუშვა

ოდესის მხარის ადმინისტრაციის რეკომენდაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი მომღერალი სტას პიეხა არ შეუშვეს. უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უარის მიზეზი, მომღელის მიერ ყირიმის ოკუპაციის მხარდაჭერა გახდა. ოფიციალური კიევის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა მიესალმება ყველა წესიერი მუსიკოსის, ტურისტის და ინვესტორის ჩასვლას იმათ გარდა, ვინც სოაკუპაციო რეჟიმს მხარს უჭერს. ოდესის გუბერნატორმა კი პიეხას სიქტივ კარში წასვლა ურჩია. ,,ყირიმი ჩვენიას“ საზოგადოების თავხედობა მაოცებს. ისინი თვლიან, რომ აქვთ უფლება გაამართლონ და მხარი დაუჭირონ მოძალადეებს და ვითომაც არაფერი. შემდეგ აგრესიის მსხვერპლებთან ჩამოვიდნენ და ფული გააკეთონ. პუტინის აპოლოგეტების ადგილი უკრაინაში არ არის. ფულის გასაკეთებლად სხვაგან, მაგალითად სიქტივ კარში წავიდნენ,“- განაცხადა სააკაშვილმა.