ქაბულის აეროპორტში ძლიერი აფეთქება მოხდა

ქაბულის აეროპორტში ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთში, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის შესასძვლელთან ძლიერი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით აფეთქება აეროპორტის პირველ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქაბული აფეთქებების სერიამ მოიცვა. ერთ-ერთი ტერაქტის შედეგად, რომელიც პოლიციის აკადემიის შესასვლელთან მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.